რუსთავის ცხელების ცენტრის ხუთი პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ Tv4-ს ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა.
მისივე ცნობით, ცენტრში ამ დროისთვის ხუთი ახალი პაციენტია მოთავსებული.
“ხუთი ახალი პაციენტი გვყვავს,რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ, თუმცა აღნიშნული პირები არც საკარანტინო სივრცეებიდან არიან და არც რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან”-განაცხადა მაია რაზმაძემ.
მისივე ცნობით, პაციენტების საკვლევი მასალები ლუგარში დღის განმავლობაში გადაიგზავნება და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის ბოლო ერთი კვირაა, ცხელების ცენტრში კორონავირუსი არცერთ გამოკვლეულ პირს არ დაუდასტურდა.