რუსთავის ცხელების ცენტრის ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა 

რუსთავის ცხელების ცენტრის ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ დაუდასტურა.

პაციენტი 65 წლის ქალია და იგი სტაციონარში გაჩიანიდან გადმოიყვანეს. ეპიდემიოლოგის თქმით, ამჟამად კოვიდინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება დანარჩენ 5 პაციენტს, მათი ტესტის პასუხი კორონავირუსიზე უარყოფითია.

მაია რაზმაძის ინფორმაციით, რუსთავის ცხელების ცენტრში დღეს 8 ახალი პაციენტია მოთავსებული.  მათ ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღეს აუღებენ, პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი.