რუსთავის ცხელების ცენტრის 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს ცხელების ცენტრში დაუდასტურეს.

ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის განცხადებით, ამ დროისთვის ცენტრში 4 ახალი პაციენტია მოთავსებული. პაციენტებიდან ერთერთი ცხელების ცენტრში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან გვიან ღამით გადმოიყვანეს. ადგილობრივი სპეციალისტები პაციენტებს ბიოლოგიურ საკვლევ ნიმუშებს დღეს აუღებენ, ტესტის პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი.