რუსთავის ცხელების ცენტრის 11 პაციენტის COVID-19 არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ TV4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს. პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და ვირუსული ინფექცია არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს. მისივე თქმით, დღეს ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ახალი პაციენტი არ მოთავსებულა.