“რუსთავის წყალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია “რუსთავის წყალი” წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებთ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

Tv4 განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, 23 ივლისს,  “რუსთავის წყლის” ხრამის სათავე ნაგებობას, ენერგო-პრო ჯორჯიას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.  

აღნიშნულთან დაკავშირებით,  დღეს, 23 ივლისს, 23:45 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება
ქალაქ რუსთავში:

მარჯვენა  და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

რუსთავის მარცხენა სანაპიროს  წყალმომარაგება აღუდგება 24 ივლისის დილის 08:00 საათზე.  მარჯვენა სანაპიროს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს წყალმომარაგება აღუდგება 24 ივლისის დღის 12:00 საათზე.”-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.