რუსთავი-თბილისის ავტობანი-“ნაციონალური მოძრაობა” ბრიფინგს მართავს

 რუსთავი-თბილისის ავტობანის  საკითხზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის წარმომადგენლები ბრიფინგს მართავენ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ ,ბრიფინგზე აღნიშნა,   არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში,რუსთავი-თბილისის ავტობანის პროექტს დაასრულებენ. 

“დღეს ჩვენ აქ გამოვხატავთ გაბრაზებული რუსთაველების პოზიციას, რუსთაველებს გაბრაზების მიზეზი ბევრი აქვთ, თუმცა ერთ ფაქტზე მივაპყრობ ყურადღებას. იმ გზაზე, რომლის გავლაც რუსთაველებს არაერთხელ უწევთ. 2012 წელს “ქართულ ოცნებას” დავუტოვეთ გამზადებული პროექტი ,მოძიებული თანხა, გამარჯვებული კომპანია, რომელსაც უნდა დაეწყო და 2014 წელს დაესრულებინა “ჰაივეი” გზა, რომელიც თბილისისა და რუსთავს  დააკავშირებდა და იქნებოდა უსაფრთხო.

დღეს 2020 წელს გვაქვს მოცემულობა ,რომ ყველაზე რთული მონაკვეთი არის მიტოვებული. “ქართული ოცნება”, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ყოველდღიურად , რომ 6 მეტრი გზა დაეგო, ეს გზა იქნებოდა დასრულებული, ეს ყველაფერი მეტყველებს, რა დამოკიდებულება აქვს “ქართულ ოცნებას”. ქალაქი რუსთავი და დედაქალაქი არის სოციალურად ურთიერთდაკავშირებული,ჩვენ მზად ვართ ,მას მერე, რაც ოქტომბერში შევცვლით ხელისუფლებას, ამ გზას დავასრულებთ ექვს თვეში,”-განაცხადა დავით კირკიტაძემ.