რუსთავს კიდევ ერთი ენერგოეფექტური ბაღი ექნება

  რუსთავს კიდევ ერთი ენერგოეფექტური ბაღი ექნება-32-ე საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაწყებულია.სამუშაოებს კომპანია ,,ემ ლაინი“ ახორეციელებს.

 რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და კომპანია “ემ ლაინის” დირექტორმა გიორგი კობიძემ, მიმიდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

32-ე საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, სასესხო-საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც პროექტის- ,, საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“ ფარგლებში, სკანდინავიურმა გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაციამ ( NEFCO) საქართველოს მთავრობას გამოუყო .

პროექტის განხორციელებაში აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსადაცვითი პარტნიორობის ფონდია ჩართული , ( E5P) რომელმაც  საინვესტიციო და ასევე დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექნიკური თანამშრომლობის გრანტი ხელმისაწვდომი გახადა.

პროექტის საწყისი საერთო ღირებულება 500 000 ლარია.

რუსთავში, ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, ენერგოეფექტური რეაბილიტაცია სამ საჯარო ბაღში უკვე განხორციელებულია, რომელიც „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრის და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტი იყო.

რუსთავი ,,მერების შეთანხმების“ წევრი ქალაქი 2011 წელს გახდა, შეთანხმება 2020 წლამდე, CO2-ის ემისიის 20 %-ით შემცირებას და სხვადასხვა ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას ისახავდა მიზნად.

რუსთავი ერთ-ერთი პირველი ქალაქია, რომელმაც ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკული კვირეული- 2020 -ის ფარგლებში გამართულ ონლაინ კონფერენციაზე, – „სუფთა ენერგია, სიმწვანის აღდგენა და ზრდა“, ხელი მოაწერა ახალ ინიციატივას, ,,მერების შეთანხმების’’ 2030 წლამდე გახანგრძლივების და მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების შემარბილებელი ღონისძიებების ახალი გეგმის შემუშავების თაობაზე.