Update: მე-7 მიკრორაიონში, N17 საცხოვრებელ კორპუსთან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. TV4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არსებულ მუყაოს ყუთებს გაუჩნდა, რის გამოც არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი ბუნებრივი აირის მილებზე გადასულიყო. სახანძრო-სამაშველო სამსახური კორპუსის მცხოვრებლებმა გამოიძახეს.
ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.