რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

რუსთავის შემოსასვლელთან, ლომოურის ქუჩის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

როგორც TV4-ს განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთმა ავტომობილმა ტერიტორია დატოვა,ხოლო “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილი  შემთხვევის ადგილზეა. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.