რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ხარმა ორ ბავშვს რქებით დააზიანებები მიაყენა. შემთხვევა ბერიტაშვილის ქუჩაზე მოხდა.
როგორც Tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მსხვილფეხა პირუტყვი რამდენიმე ადამიანს დაეჯახა და რქებით დაზიანებები მიაყენა. მსუბუქად დაშავდა ქალი,რომელიც ადგლიზე თვეების ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, ასევე დაშავდა ზრდასრული ადამიანი,რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ხარმა სახის არეში დაზიანებები კიდევ ორ მცირეწლოვან ბავშვს მიაყენა.
ერთ-ერთი მცირეწლოვანი ოჯახის წევრმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო მეორეს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.