ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ 24 საგამოცდო ცენტრში მათემატიკის გამოცდა თითო სესიად ტარდება.
რუსთავის საგამოცდო ცენტრში, მათემატიკის გამოცდის პირველ სესიაზე სულ 298 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. ცენტრის ადმინისტრატორის, ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან დღეს საგამოცდო ცენტრში 16 გამოსაცდელი არ გამოცხადდა.
მისი თქმით, დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია და გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ზვიად მურადაშვილი TV4-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ცენტრში ტრადიციულად გრძელდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა და აბიტურიენტები გამოცდის პროცესის დაწყებამდე თერმოსკრინინგს გადიან.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს, სამოქალაქო განათლების გამოცდით დარსულდება.