რუსთავში პროექტის “გაიცანი ჰერალდი” ფარგლებში ფოტოკონკურსის გამარჯვებული გამოავლინეს.
ღონისძიება რუსთავის მუზეუმის ეზოში გაიმართა და ჯამში კონკურსის ფარგლებში 30 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. პროექტი გაიცანი ჰერალდი არაფორმალური განათლების და მედიაგანვითარების ცენტრ “ჰერალდის” მიერ ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების პოპულაცია და რუსთავის როგორც არაფორმალური განათლების ხელშემწყობი ქალაქის წარმოჩენა. კონკურსის გამარჯვებული ანა ნაცვილშვილი გახდა,რომელსაც ვაუჩერი გადაეცა.გამარჯვებული ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა,ხმის მიცემის პრინციპით გამოავლინეს.
კონკურსში მონაწილეობა რუსთავის ათმა სკოლამ მიიღო. ცნობისთვის, მონაწილეობის მიღება რუსთავის ყველა სკოლის მე-7-დან მე-12-კლასამდე მოსწავლეებს შეეძლოთ. კონკურსის პირველ ეტაპზე, მონაწილეობის მსურველი 70 ახალგაზრდა იყო,რომელთაგან 30 ფოტოსურათი შეირჩა. მეორე ეტაპზე გამარჯვებული 30 საუკეთესო ნამუშევარს შორის გამოავლინეს.