რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის პირველ ნომერში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟიებია მობილიზებული. TV4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ხანძარი მე-8 სართულზე, საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.
მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ამ წუთებში ცდილობენ.
ადგილზე ასევე, მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
UPDATE: საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც ცნობილი ხდება, ხანძარი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ფსიქიკური პრობლემების მქონე შეზღუდული შესაძლებლობლების მქონე პირმა გააჩინა – ამის შესახებ TV4-ს ოჯახის წევრმა განუცხადა. ცეცხლის გაჩენის დროს საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ, ორი პირი იმყოფებოდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
ცეცხლის ქრობის პროცესში სახანძრო-სამაშველო ეჟიპაჟისა და პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.