რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში 9 საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის მიზნით, ორი პროექტი ხორციელდება. პროცესს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა რჩეულიშვილის #2ა, #4ა; ჯავახიშვილის #3ა და #5ა-ში; ტოლსტოის #7ა და ბერიტაშვილის 6ა-ში. 6 კორპუსში შეიცვალა კარ-ფანჯრები და გამაგრდა-რეაბილიტირდა ფასადი.
პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, სახელშეკრულებო ღირებულება 238 437 ლარამდეა. საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია 20 მარტს დაიწყო და 28 ივლისს დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,შაგი-2010“-მა შეასრულა.
დასრულების ფაზაშია ბარნოვის #5ა, გიორგაძის #28 და ჩაპაევის #3 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების გამაგრება – რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.