სამართალდამცავებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი თანამშრომელი დააკავეს.
როგორც ცნობილი ხდება, საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯინის წარმომადგელობითი ორგანოს თავმჯდომარე, მაშინ დააკავეს, როდესაც სამსახურებრივი „ტოიოტა პრადოს“ მარკის მანქანით გადაადგილდებოდა. როგორც ცნობილია, მანქანაში უაქციზო სიგარეტი აღმოჩნდა.