სამდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული მამაკაცის ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს.
სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც იყვნენ ჩართულები. ცხედარი ცოტა ხნის წინ, მდინარის გადაკეტვის შემდეგ ნახეს.
შეგახსენებთ, 37 წლის მამაკაცი სამი დღის წინ გაუჩინარდა. მისი პირადი ნივთები მდინარის პირას იპოვეს.