სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს. პატრიარქის ნათლული კიდევ 712 ჩვილი გახდება.
„2008 წლიდან დღევანდელი დღის ჩათვლით უკვე 41 ათასამდე ბავშვია მონათლული. სხვა ნათლიებთან ერთად, ამ ბავშვების ნათლია ხდება კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ეს ბავშვები, როცა ერთმანეთს შეხვდებიან, შეიძლება ბევრი ისეთი პრობლემა არ წარმოიშვას, რომელიც დღეს გვიდგას ქვეყანაში. იმ ფაქტმა, რომ ისინი პატრიარქის ნათლულები არიან, შეიძლება, დაპირისპირებასაც გადაარჩინოს ეს ახალგაზრდები. ვფიქრობ, ეს ახალგაზრდები ერთმანეთში ძალიან ბევრ სიყვარულს დათესავენ“,- განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
ნათლობის ცერემონია, პანდემიიდან გამომდინარე, წელს პირველად ღია ცის ქვეშ იმართება. პატარებს ნათლობის ჯვარი და მოწმობები გადაეცემათ.