სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი უცვლელი იქნება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი უცვლელი იქნება.

ნარმანია აცხადებს, რომ ტარიფის გაანგარიშების დროს ძალიან ბევრი კომპონენტის გათვალისწინება ხდება.

„არის სპეციალური ფორმულა, რომლის მეშვეობითაც მარეგულირებელი კომისია ითვლის გაზის ტარიფს. ამ ეტაპზე, როცა ჩვენ რეგიონებისთვის დავადგინეთ „სოკარის“, „საქორგაზისა“ და რამდენიმე მცირე ლიცენზიანტის ტარიფები, ვიხელმძღვანელეთ იმით, რომ ერთის მხრივ, მოსაწოდებელი გაზის ფასი შემცირდა, მეორე მხრივ, სახელმწიფომ გარკვეული შეხიდება გააკეთა თავის მხრივ მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ სოციალური გაზის ტარიფი შევინარჩუნეთ იგივე და მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2020, 2021, 2022 წლებში გაზის ტარიფი იქნება უცვლელი”, – აცხადებს დავთ ნარმანია.

გაზის ტარიფი თბილისში ერთ კუბურ მეტრზე 46 თეთრია, რეგიონებში კი, 57 თეთრი.