საპროტესტო აქცია-მარნეულის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი აქციაზე მოითხოვა

  მარნეულში, კულტრის სახლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მრევლი და მისი მხარდაჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი მარნეულის მერს ზაურ დარგალს ნარიმან ნარომანოვის ძეგლის დემონტაჟისკენ მოუწოდებეენ. სიტყვით გამოსვლებამდე აქციის მონაწილეებმა, ეპისკოპოსის განმარტებით „სამშვიდლო პარაკილსში“ მიიღეს მონაწილოება.

„ძეგლია ღირებულებების, ფასეულობების, შინაარსის, ისტორიის მატარებელი, ჩვენ ძეგლებს ვუდგამთ იმ ადამიანებს ვისაც ამა თუ იმ ქვეყნის წინაშე აქვს განსაკუთრებული როლი და დამსახურება, თორე რამდენია ისეთი გმირი, რომელთა ძეგლებიც არ გვაქვს, რომელთა სახელებიც მივიწყებას მიეცა. ნარიმან ნარიმანოვს არავითარი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, მტრობის მეტი, ჩვენი წინაპართა სისხლის დაღვის მეტი, ჩვენი თვითმყოფადობის ხელყოფის მეტი სხვა როლი ჩვენი ერის წინაშე არ აქვს“,– განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოვლისას ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.

 

ის მხარდამჭერებთან ერთად, მარნეულში ნარიმან ნარიმანობის ძეგლის ნაცვლად ერეკლე მეორის და ხუდია ბორჩალოელის ძეგლის დადგმას მოითხოვს.