საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 931 შემთხვევაა დადასტუებული.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა და 795 გახდა.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 229 პირი.