საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების სულ 939 შემთხვევაა დადასტურებული.
update:თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული რვა ახალი პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, დანარჩენი კი შემოტანილი შემთხვევაა.
ეზუგბაიას განმარტებით, ახალ ინფიცირებულებს შორის ექვსი ტრაილერის მძღოლია.
„რვა პაციენტიდან, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, დანარჩენი შვიდი ყველა შემოტანილი შემთხვევაა. ექვსი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი არის ჩვეულებრივი მოქალაქე“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 23-ით გაიზარდა და სულ გამოჯანრმთელებუთა რაოდენობა 817-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3 080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 პირი.