საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა.  ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე – STOPCOV.GE- ზე არის განთავსებული.

 ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ 3-ით გაიზარდა და შესაბამისად, მათი რიცხვი  828-ს შეადგენს.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 3569 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 199 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.