საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდინფიცრების სულ 953 შემთხვევაა დადასტურებული.
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 2-ით გაიზარდა და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 830-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3828 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 192 პირი.