საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 973 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 846-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231. ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში 15 ადამიანი გარდაიცვალა.