საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში კორონავირუსი 981 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 851 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 31 მოქალაქეა გადმოყვანილი.
კარანტინის რეჟიმში 4851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231.