საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 857 გამოჯანმრთელდა.

UPDATE: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

„ყველა წყარო დადგენილია, ყველა არის იმპორტირებული შემთხვევა. ხუთივე პაციენტი საკარანტინო სივრცეში იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 001 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 219 პირი.