საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1003-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელებულებულთა, რიცხვი კი 3-ით გაიზარდა და მათი რაოდენობა 873-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 244.