საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1004-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1004-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

1 ახალი შემთხვევა, სავარაუდოდ,  10 თვის ბავშვია, რომელსაც კორონავირუსი კახეთში დაუდასტურდა.

 ქვეყანაში გამოჯანრთელებულთა რიცხვი 873-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 244 პირი.  კორონავირუსით ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.