საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1006 შემთხვევაა დადასტურებული.
ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 883-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.