საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 1010 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 885-ს შეადგენს.
კორონავირუსით გარდაცვლილია 15 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5640 პირია მოთავსებული. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.