საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ ათი პაციენტი,  – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 18 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში კორონავირუსის 1018 შემთხვევაა დადასტურებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით,კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან სამი იმპორტირებულია, მათ შორის ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო სამი – უკვე ინფიცირებულთან კონტაქტი. რაც შეეხება დანარჩენ ორ შემთხვევას, მათი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ჯამში, საქართველოში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა სულ 895-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.