საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთლდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

UPDATE: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 6 კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია.

​ქვეყანაში სულ კორონავირუსიის 1028 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 899 უკვე გამოჯანმრთლდა.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 627 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 228.