საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1049 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 903-ს შეადგენს.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 553 ადამიანია, ხოლო ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.