საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1073 შემთხვევაა დადასტურებული.
ქვეყანაში კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 907-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 692 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275.