საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 155 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 929-ს შეადგენს. 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.