საქართველოში ბოლო 24 საათში “კოვიდ-19”-ითინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 160 შემთხვევაა დადასტურებული.
ქვეყანაში კრონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 935-ს შეადგენს.
UPDATE: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან, სამი შემოტანილია, ხოლო ორ შემთხვევაზე წყაროსა და კონტაქტების მოძიების მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
„ხუთი ახალი პაციენტიდან სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთოს ავტომანქანის მძღოლია. ორ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 246 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს.
COVID19-ის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 6 489 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.