საცურაო აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა

ჯანდაცვის სამინისტრომ ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. რეგულაციების თანახმად, ყველა ტიპის აუზზე სავალდებულოა შეზლონგებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდეგ კი შეზლონგი სადეზინფექციო ხსნარით უნდა დამუშავდეს.

ამასთან ერთად, ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოების ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში მომხმარებელი პირბადის გარეშე არ დაიშვება.

საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი. აბანოებსა და საუნებში უნდა მოეწყოს საშხაპეები, რომელთა დეზინფექციაც 2 საათში ერთხელ უნდა მოხდეს. ამასთან ერთად, ყველა ობიექტზე დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვოს.