თბილისში, დიდ დიღომში, კორპუსის მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისათვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.