საცხოვრებელ სახლში მამაკაცი დაჭრეს

თელავში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს.  როგორც ცნობილი ხდება, ინციდენტი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. სტუმარმა მასპინძელი ბასრი საგნით დაჭრა.  დაშავებულს ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.