სოფელ მუშევანში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

ქვემო ქართლის რეგიონში 67 დღიანი მკაცრი საკარანტინე რეჟიმის შემდეგ, ბოლო ჩაკეტილი ზონა, სოფელი მუშევანიც გაიხსნა და ადგილობრივები დღეიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან.

მთავრობამ გადაწყვეტილება ორი საინკუბაციო პერიოდის გასვლისა და ეპიდემიოლოგების შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

სოფელ მუშევანში სულ 81 კოვიდ ინფიცირების ფაქტი იყო გამოვლენილი, მათგან დღეის მდგომარეობით ყველა გამოჯანმრთელებულია.