აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

მე-16  მიკრორაიონში, აგრარული ბაზრის  მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ცეცხლი სავარაუდოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხის ღობეს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად, დაიწვა ღობის კონსტრუქცია.

ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.