სურამში მკვლელობა მოხდა – გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი ქმარმა საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.