ტყიბულში ერთ-ერთმა მეშახტემ ვენები გადაიჭრა

ტყიბულში მეშახტემ ვენები გადაიჭრა. შემთხვევა მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში მოხდა.

ფაქტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მეშახტესა და მის უფროსს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მეშახტემ ვენები გადაიჭრა.

როგორც ცნობილი ხდება, დასაქმებულისთვის პოზიციის შეცვლა ხდებოდა და ის მიწისქვეშა სამუშაოებიდან მიწისზემოთ სამუშაოზე გადაჰყავდათ.

მეშახტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.