ქალს ბალახის დაწვის დროს ცეცხლი წაეკიდა და გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს რაიონში,ხანშიშესული ქალი საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახის დაწვის დროს დაიწვა.

მიღებული დამწვრობის გამო ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.შემთხვევა სოფელ მაჩხაანში მოხდა. 

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.