ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამა გამარტივდა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა გამარტივდა. 

აქამდე პროგრამით სარგებლობისთვის, მოქალაქეს აფთიაქში მედიკამენტების აღებამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულისთვის უნდა მიემართა და ერთჯერადი რეგისტრაცია გაევლო, რისთვისაც ფორმა-100-ის წარდგენა აუცილებელი იყო. 

გამარტივებული პროგრამის ფარგლებში კი, მედიკამენტების შეძენისთვის ბენეფიციარს ამ ყველაფრის გაკეთება აღარ სჭირდება. მოქალაქეებს წამლების მიღება ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის გამოწერის შემდეგ შეუძლიათ. ახალი მოდელის პირობებში, მედიკამენტი უფრო მეტი აფთიაქიდან გაიცემა და მიწოდებაშიც არ იქნება წყვეტა. 

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ასევე პენსიონერებსა და შშმ პირებს.

პროგრამა ასევე ვრცელდება გულ-სისხლძარღვთა, ფილტვისა და ფარისებრთა ჯირკვლის ქრონიკულ დაავადებებზე. დიაბეტზე, ეპილეფსიასა და პარკინსონის დაავადებაზე.

ინფორმაციისთვის, სოციალურად დაუცველი, შშმ პირები და პენსიონრები მედიკამენტს სიმბოლურ ფასად, მაქსიმუმ ერთ ლარად ყიდულობენ.