„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება TV4-ზე 01-07-2020 (+ვიდეო)

„ღია ეთერი TV4-ზე“ – 67 დღიანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემდეგ, ბოლო ჩაკეტილი ზონა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანიც გაიხსნა;

რუსთავის ცხელების ცენტრის ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა;

დღეიდან ევროკავშირი 14 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საზღვრებს ხსნის;

დღეიდან, 1 ივლისიდან 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერები 220 ლარის ნაცვლად 250 ლარს მიიღებენ;

გადაცემის მეორე ბლოკში: საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ფიტნეს ცენტრები და აუზები ის ობიექტებია, რომლებსაც მუშაობა ამ დრომდე არ განუახლებიათ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო ეს ჯერჯერობით რისკის შემცველია. 4 თვეზე მეტია ობიექტები დახურული არიან – რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ საცურაო აუზები, რამდენად მაღალია მათი ფინანსური დანაკლისი და არის თუ არა მზაობა მომხმარებლების მხრიდან, რომ საცურაო აუზებმა ფუნქციონირება რაც შეიძლება მალე აღადგინონ – “ღია ეთერის” კითხვებს საცურაო აუზის “თოლიას” აღმასრულებელი დირექტორი, მარლენ ლაბაძე პასუხობს;

მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების დამტკიცებიდან თითქმის 2 თვე გავიდა – ამ პერიოდის განმავლობაში როგორ იმუშავა პროგრამამ და რამდენად პასუხობს ანტიკრიზისული გეგმით შემუშავებული პროგრამები ფერმერების საჭიროებებს? რამდენად დიდია იმ ფერმერების რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამის მიღმა დარჩნენ და რატომ ვერ მოხვდნენ ისინი პროგრამაში? – “ღია ეთერის” კითხვებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, რატი კოჭლამაზაშვილი პასუხობს;

.

📢#გადაცემა "ღია ეთერი" მარიამ ხვედელიძესთან ერთად📢პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები📢67 დღიანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემდეგ, ბოლო ჩაკეტილი ზონა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანიც გაიხსნა;📢გადაცემის მეორე ბლოკში: საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ფიტნეს ცენტრები და აუზები ის ობიექტებია, რომლებსაც მუშაობა ამ დრომდე არ განუახლებიათ. რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ საცურაო აუზები, რამდენად მაღალია მათი ფინანსური დანაკლისი და არის თუ არა მზაობა მომხმარებლების მხრიდან, რომ საცურაო აუზებმა ფუნქციონირება რაც შეიძლება მალე აღადგინონ – "ღია ეთერის" კითხვებს საცურაო აუზის "თოლიას" აღმასრულებელი დირექტორი პასუხობს📢მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების დამტკიცებიდან თითქმის 2 თვე გავიდა – ამ პერიოდის განმავლობაში როგორ იმუშავა პროგრამამ და რამდენად პასუხობს ანტიკრიზისული გეგმით შემუშავებული პროგრამები ფერმერების საჭიროებებს?! – "ღია ეთერის" კითხვებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე პასუხობს

Geplaatst door TV4.ge op Woensdag 1 juli 2020