„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება TV4-ზე 01-07-2020 (+ვიდეო)

„ღია ეთერი TV4-ზე“ – 67 დღიანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემდეგ, ბოლო ჩაკეტილი ზონა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანიც გაიხსნა;

რუსთავის ცხელების ცენტრის ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა;

დღეიდან ევროკავშირი 14 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საზღვრებს ხსნის;

დღეიდან, 1 ივლისიდან 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერები 220 ლარის ნაცვლად 250 ლარს მიიღებენ;

გადაცემის მეორე ბლოკში: საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ფიტნეს ცენტრები და აუზები ის ობიექტებია, რომლებსაც მუშაობა ამ დრომდე არ განუახლებიათ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო ეს ჯერჯერობით რისკის შემცველია. 4 თვეზე მეტია ობიექტები დახურული არიან – რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ საცურაო აუზები, რამდენად მაღალია მათი ფინანსური დანაკლისი და არის თუ არა მზაობა მომხმარებლების მხრიდან, რომ საცურაო აუზებმა ფუნქციონირება რაც შეიძლება მალე აღადგინონ – “ღია ეთერის” კითხვებს საცურაო აუზის “თოლიას” აღმასრულებელი დირექტორი, მარლენ ლაბაძე პასუხობს;

მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების დამტკიცებიდან თითქმის 2 თვე გავიდა – ამ პერიოდის განმავლობაში როგორ იმუშავა პროგრამამ და რამდენად პასუხობს ანტიკრიზისული გეგმით შემუშავებული პროგრამები ფერმერების საჭიროებებს? რამდენად დიდია იმ ფერმერების რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამის მიღმა დარჩნენ და რატომ ვერ მოხვდნენ ისინი პროგრამაში? – “ღია ეთერის” კითხვებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, რატი კოჭლამაზაშვილი პასუხობს;