„ღია ეთერი TV4-ზე“ – ნანუკა მაღლაკელიძესთან ერთად
პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები – რუსთავის ცხელების ცენტრში
რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც ცხელების ცენტრში “ღია ეთერს” განუცხადეს, რვა პაციენტიდან სამი აზერბაიჯანიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე იყო, რომლებმაც საკარანტინე სივრცეში გადაინაცვლეს, დანარჩენი პაციენტების ნაწილი ბინაზე გაეწერა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების უხეში დარღვევის ფაქტები მარნეულის მუნიციპალიტეტის აგრარულ ბაზარში.
გადაცემის მეორე ბლოკში – რატომ არ ახდენს დარღვევის ფაქტებზე რეაგირებს მუნიციპალიტეტი ბაზარში არსებულ ღია დარღვევებზე – თემაზე “ღია ეთერთან” პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი მარნეულის მუნიციპალიტეტში ახმედ იმამყულიევი საუბრობს
როგორია რეალური პრობლემები მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდების და რატომ უქმნის ხელოვნურ ბარიერს ადგილობრივი თვითმმართველობა სამოქალაქო აქტივისტებს – “ღია ეთერის” სტუმარია პლატფორმა “სალამის” წევრი ქამრან მამადლი.