„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება TV4-ზე 13-07-2020 (+ვიდეო)

„ღია ეთერი TV4-ზე“ – რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა; 

რუსთავის ცხელების ცენტრიდან გაქცეული პაციენტი იპოვეს და საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს;

გადაცემის მეორე ბლოკში: გარდაბნის მუნიციპალიტეტში COVID19-ის პირველი შემთხვევები გამოვლინდა – მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე “ღია ეთერთან” გარდაბნის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი საუბრობს;

დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა იხსნება. ღონისძიებების ორგანიზატორებს კონკრეტული რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კულტურული ღონისძიებების გამართვისთვის რა რეკომენდაციები შემუშავდა?! რა გეგმები აქვს რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს, პანდემიის პირობებში ჩატარდება თუ აა ფართომასშტაბიანი ღონისძიება – რუსთავქალალობა?!  – „ღია ეთერის” კითხვებს რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, გეგი ლიპარტელიანი პასუხობს;

.

📢#გადაცემა "ღია ეთერი" მარიამ ხვედელიძესთან ერთად📢პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები📢გადაცემის სტუმრები: გარდაბნის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი და რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, გეგი ლიპარტელიანი

Geplaatst door TV4.ge op Maandag 13 juli 2020