„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება TV4-ზე 15-07-2020 (+ვიდეო)

„ღია ეთერი TV4-ზე“ – რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 65 წლის ქალს “კოვიდ-19” დაუდასტურდა;

რუსთავის საგამოცდო ცენტრში, მათემატიკის გამოცდის მეორე სესიაზე რეგისტრირებული 297 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 15 აპლიკანტი არ გამოცხადდა;

რუსთავის მერიასთან, “გავიგუდეს” წევრი და სამოქალაქო აქტივისტი, დათა ცინცაძე შიმშილობს;

გადაცემის მეორე ბლოკში: 3 თვიანი პაუზის შედეგ ავტოსკოლებმა მუშაობა განაახლეს – კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სწავლების პროცესის მიმდინარეობისას პედაგოგსა და მოსწავლეს რეკომენდაციების დაცვა მოეთხოვებათ. მართვის მოწმობის თეორიისა და პრაქტიკის პედაგოგები მოსწავლეების შემცირებულ რაოდენობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც შესაბამისად, შემოსავლის შემცირებას გულისხმობს – საკითხზე “ღია ეთერის კითხვებს” ავტოსკოლის პედაგოგი დავით სხირტლაძე პასუხობს;

რუსთავის ცხელების ცენტის კოვიდინფიცირებულ პირთან მიმართებაში 20-მდე კონტაქტი გამოიკვლიეს – რა მდგომარეობაა ცენტრში და გაიზარდა თუ არა კლინიკაში მიმართვიანობა?! – „ღია ეთერის“ კითხვებს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძე პასუხობს;

.

📢#გადაცემა "ღია ეთერი" მარიამ ხვედელიძესთან ერთად📢პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები📢გადაცემის სტუმრები: რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პაპუნა ბახტაძე და მართვის მოწმობის პედაგოგი, დავით სხირტლაძე

Geplaatst door TV4.ge op Woensdag 15 juli 2020